რუსთავის მოსახლეობა მარტის, აპრილისა და მაისის დასუფთავების მოსაკრებლის გადასახადისგან გათავისუფლდება, – აღნიშნული გადაწყვეტილება რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.
გადაწყვეტილება ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა და მოსახლეობის დახმარების მიზნით, საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად იქნა მიღებული.