რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, საჭიროებიდან გამომდინარე, ქალაქში სასურსათო კალათით დახმარების შემდეგ მედიკამენტური დახმარების პროგრამა ამოქმედდა.
მისი თქმით, პროგრამა დისტანციურად მიმდინარეობს და ის ქალაქში არსებულ კლინიკების ოჯახის ექიმებთან კოორდინაციით განხორციელდება.
“პროგრამა დისტანციურად შევქმენით პოლიკლინიკებთან ერთად. ბოლო 2-3 წლის განმავლობაში თუ ოჯახის ექიმთან აქვს ვიზიტი რომელიმე პირს, რომელმაც მერიის ცხელ ხაზზე დარეკა და მოითხოვა მედიკამენტი, ამ შემთხვევაში ინფორმაცია გადაეცემა პოლიკლინიკას, სადაც დამუშავდება მონაცემები და ოჯახის ექიმი “ფორმა 100-ს” და რეცეპტს თავად გამოწერს. ამის შემდეგ მემორანდუმის საფუძველზე გაფორმებულ სააფთიაქო ქსელში ჩვენ მიერ ხდება აღნიშნული მედიკამენტის შეძენა და ადგილზე მიტანა.”,-განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.
მერმა იმ მოქალაქეების შესახებაც ისაუბრა, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი კონკრეტულ კლინიკებში ოჯახის ექიმთან. ირაკლი ტაბაღუას თქმით, ეს ადამიანები ვალდებულები იქნებიან, რომ ოჯახის ექიმთან ვიზიტი განახორციელონ.
✔რუსთავში მედიკამენტური დახმარების პროგრამა შეიქმნა ✔როგორ შეძლებენ მოქალაქეები პროგრამით სარგებლობას✔Tv4-თან კომენტარი რუსთავის მერმა,ირაკლი ტაბაღუამ გააკეთა #რუსთავი #რუსთავისმერია #მედიკამენტურიდახმარებისპროგრამა #COVID19
Geplaatst door TV4.ge op Woensdag 15 april 2020