რუსთავის მერია მოსახლეობის დახმარების კამპანიას განაგრძობს

რუსთავის მერია მოსახლეობის დახმარების კამპანიას, განაგრძობს. აღნიშნული კამპანია მიზნად მოსახლეობისთვის პროდუქტისა და მედიკამენტების მიტანას ისახავს.

რუსთავის მერიის ცნობით, საქმიანობა მოხალისეების დახმარებით ხორციელდება. რაც შეეხება ბენეფიციართა შერჩევას, ისინი არამხოლოდ სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახების ბაზიდან, არამედ მერიის ცხელ ხაზზე შესული ზარების მიხედვითაც ხდება.

რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, 4 აპრილს დახმარებას 300 ოჯახი მიიღებს. დღემდე მუნიციპალიტეტისგან სასურსათო პაკეტი, საბავშვო ბაღების აღსაზრდელების ოჯახების ჩათვლით, 4 000-ზე  მეტმა ბენეფიციარმა მიიღო.

„ აქამდე ცხელი ხაზის სამი ოპერატორის მეშვეობით ხდებოდა მოსახლეობის ზარების მიღება, დღეიდან მათ უკვე რვა სხვადასხვა ნომერზე შეუძლიათ დარეკონ. ამ გზით გვინდა, რომ რუსთაველებს ჩვენთან კომუნიკაცია გავუმარტივოთ და დისტანციური ურთიერთობა კიდევ უფრო მოქნილი გავხადოთ.

დღეს მოხალისეები 300 რუსთაველ ოჯახს მიუტანენ სასურსათო პაკეტს. მინდა, რომ რუსთაველებმა იცოდნენ, ჩვენ ვმუშაობთ, არ ვჩერდებით, მთავარია, მათ დაიცვან რეკომენდაციები, დარჩნენ სახლში და ეს იქნება მათი მხრიდან საქართველოსთვის და რუსთავისთვის გაწეული დახმარება“, – განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

დღეიდან მოსახლეობის დასახმარებლად რუსთავის მუნიციპალიტეტში მოქმედი ცხელი ხაზის პარალელურად, ქოლცენტრი ამოქმედდა.

მოსახლეობას შეუძლია, დარეკოს ნომრებზე: 0(341) 255127, 255183, 270005.

დილის 10:00 საათიდან საათიდან 18:00 საათამდე კი, მათ მერიის ოპერატორები დამატებით, შემდეგ ნომრებზე მოემსახურებიან: 0(341)255109, 255186, 255098, 255118, 255142.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსუსის 7 შემთხვევაა დადასტურებული. ცენტრალური საავადმყოფოს ინფექციური განყოფილების შენობაში გახსნილ ცხელების ცენტრში, სულ 13 ადამინია მოთავსებული, აქედან 9 პოლონეთიდან გუშინ ღამით შეიყვანეს.