ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების დამუშავების, მოვლა-პატრონობის მიზნით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტიდან გადაადგილების მსურველებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცნობის მისაღებად მოქალაქეებმა რუსთავის მუნიციპალიტეტს უნდა მიმართონ.
“იმისთვის, რომ მიიღოთ ცნობა და შეძლოთ გადაადგილება, საჭიროა, მუნიციპალიტეტის ელექტრონულ ფოსტაზე rustavi.municipality@rustavi.gov.ge გადმოგზავნილ იქნას განაცხადის შევსებული ფორმა (იხ. დანართი N1, დანართი N2)
განაცხადს უნდა დაურთოთ:
მიწის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი
• ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
• ქირავნობის ან/და იჯარის ხელშეკრულება
იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი არის იურიდიული პირის საკუთრებაში, წარმოდგენილი უნდა იყოს საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
იურიდიული პირის მიერ, გადაადგილების მსურველ პირზე გაცემული ცნობა, მასზედ, რომ აღნიშნული პირი ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას იურიდიული პირის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.
1. გადაადგილების მსურველი პირის პირადობის მოწმობის ასლი
2. სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ასლი
3. მძღოლის პირადობის მოწმობის ასლი (ფოტო)
დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად მგზავრთა (თანამშრომელთა) სპეციალური გადაყვანის მარშრუტის შესათანხმებლად, დაინტერესებულმა პირებმა მუნიციპალიტეტის ელექტრონულ ფოსტაზე- rustavi.municipality@rustavi.gov.ge უნდა გადმოაგზავნონ განაცხადის შევსებული ფორმა (იხ. დანართი N1, დანართი N2)
განაცხადს უნდა დაურთოთ:
1. დაინტერესებული პირის წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი
2. სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ასლი.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გახსნან ქვემოთ მიმაგრებული ბმული და შეავსონ დანართების სახით ატვირთული განაცხადის ფორმები!”-ნათქვამია რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში .