რუსთავის საკრებულოს დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა

რუსთავის საკრებულოს დეპუტატს, რომლის ოჯახის წევრის ინფიცირების შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა, კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც Tv4-თვის ხდება ცნობილი, რუსთავის საკრებულოს წევრს და მის მამას კორონავირუსი დაუდასტურდათ.  

შეგახსენებთ,თვითიზოლაციაში იმყოფება საკრებულოს 20 დეპუტატი. ჯამში თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიცემული აქვს დეპუტატთან კონტაქტში მყოფ 45 პირს.

რუსთავის საკრებულოს დეპუტატის დედა ,რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა ეროვნულ ბანკში მუშაობდა და მისი ინფიცირება ,ეროვნული ბანკის თანამშრომლების შემთხვევას უკავშირდება.