რუსთავის საკრებულოს ოცამდე დეპუტატი თვითიზოლაციაში იმყოფება- ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატის ოჯახის წევრის კორონავირუსით ინფიცირების გამო, საჯარო მოხელის კონტაქტში მყოფი 45 პირი თვითიზოლაციაშია-ამის შესახებ ჟურნალისტებს ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განუცხადა.
რუსთავის მერის ინფორმაციით, თვითიზოლაციის მითითება მიცემული აქვს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს ,ლევან ონიანს. დეპუტატის დედას კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა.
რუსთავში დაფიქსირებულ ახალ შემთხვევასთან დაკავშირებით ,დღესვე კომენტარი გააკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ. მისი განცხადებით, ინფიცირებული პაციენტი ეროვნული ბანკის საცავის თანამშრომელების შემთხვევას უკავშირდება. ასევე, იმნაძის ცნობით, რუსთავში გამოვლენილ შემთხვევასთან დაკავშირებით, ყველა შესაძლო კონტაქტი გამოვლენილია და ქალაქის საკარანტინო ზონად გამოცხადების აუცილებლობა არ დგას.
ჯამში რუსთავში კორონავირუსის ორი შემთხვევაა დადასტურებული .კორონავირუსით ინფიცირებული დეპუტატის ოჯახის წევრი, ცენტრალურ საავამდყოფოში თვითდინებით შევიდა, პაციენტს ტკივილები წელის არეში და მომატებული ტემპერატურა აღენიშნებოდა, რაც შეეხება ქალაქში დაფიქსირებულ პირველ შემთხვევას, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 50 წლის ქალია და ის მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში აგრძელებს.