რუსთავის საკრებულოს დეპუტატებს ორ კვირიანი თვითიზოლაციის ვადა დღეს ამოეწურათ.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, ამ პერიოდში თვითიზოლაციაში მყოფ 20-მდე დეპუტატს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ გამოუვლინდათ.
შეგახსენებთ, ისინი თვითიზოლაციაში მას შემდეგ გადავიდნენ, რაც საკრებულოს დეპუტატის დედას, რომელიც ე.წ. ეროვნული ბანკის კლასტერიდანაა, კორონავირუსი დაუდგინდა. მოგვიანებით, კორონავირუსი დაუდასტურდა მის შვილს, საკრებულოს დეპუტატს და ორ მცირეწლოვან შვილიშვილს.
ამ დრომდე რუსთავის საკრებულოს დეპუტატთან კონტაქტში მყოფი სულ 70-მდე პირი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში.