რუსთავის ცხელების ცენტრის სამი პაციენტის ტესტმა COVID19-ზე უარყოფითი პასუხი აჩვენა. პაციენტების ტესტის პასუხები ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაიგზავნა. პაციენტებიდან ერთი რუსთავის მკვიდრია,ხოლო დანარჩენი ორი სამედიცინო დაწესებულებაში საკარანტინო სივრცეებიდან შეიყვანეს. პაციენტები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
ამ დროისთვის კორონავირუსზე საკუთარი ტესტის პასუხს რუსთავის ცხელების ცენტრში ერთი ადამიანი ელოდება.