სწრაფი ტესტები რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოს უახლოეს დღეებში მიეწოდება – ინფორმაცია ამის შესახებ ტვ4-ს ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა, პაპუნა ბახტაძემ აცნობა.
როგორც სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელმა განმარტა, იგეგმება 4 ლაბორანტის დატრენინგება. სამედიცინო პერსონალს სპეციალურ ინსტრუქტაჟს ლუგარის ლაბორატორიის სპეციალისტები ჩაუტარებენ.ტრენინგის ფარგლებში მოხდება სწავლება სწრაფი ტესტებთან და ზოგადად ეპიდემიოლოგიურ გამოკვლევებთან დაკავშირებით.
პაპუნა ბახტაძის თქმით, ამ ეტაპზე იზოლირებულად განთავსებულ ცხელების ცენტრში 3 პაციენტი იმყოფება, ხოლო რაც შეეხება ბოქსირებულ პალატას, ამ დროისთვის, იქ პაციენტები არ არიან.
შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რეგიონებში ე.წ ცხელების ცენტრები მოეწყო,სადაც ის პაციენტები არიან განთავსებული,რომლებსაც ტემპერატურა უფიქსირდებათ.