რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ცენტრში 9 პაციენტი შეიყვანეს. TV4-ის ინფორმაციით, ისინი პოლონეთიდან ჩამოფრენილი საქართველოს მოქალაქეები არიან.
ამ დროისთვის, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მოკვლევა მიმდინარეობს. როგორც ცხელების ცენტრში აცხადებენ, პაციენტებს ტესტს კორონავირუსზე ლუგარის ლაბორატორიის სპეციალისტები ხვალ ჩაუტარებენ.
ინფორმაციისთვის, ამ ეტაპზე რუსთავის ცხელების ცენტრში 12 პაციენტია, მათგან 1 ბოქსირებულ პალატაშია მოთავსებული.