რუსთავის ცხელების ცენტრის ბოქსირებულ პალატაში კოვიდინფიცირებული პაციენტია მოთავსებული. როგორც ცხლეების ცენტრში TV4-ს განუცხადეს, პაციენტი ,რომელსაც “კოვიდ-19“ დაუდასტურდა რუსთავში ბოლნისიდან გუშინ გადმოიყვანეს. 56 წლის ქალი სავარაუდოდ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამედიცინო კლასტერს მიეკუთვნება.
ამასთან, კორონავირუსზე ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნილი 6 პაციენტის ანალიზების ნიმუშებზე. TV4-ის ინფორმაციით, პაციენტების ნაწილი მედიკოსებმა ბინაზე გაწერეს, ნაწილმა კი საკარანტინო სივრცეში გადაინაცვლა.