რუსთავის ცხელების ცენტრში მოთავსებული 7 პაციენტის ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.
როგორც რუსთავის ცხელების ცენტრში tv4-ს განუცხადეს, პაციენტები სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაეწერნენ და არსებული პროტოკოლის თანახმად, თვითიზოლაციაში ან საკარანტინო სივრცეში გადაინაცვლეს.
ამ დროისთვის ცენტრში 7 პაციენტია მოთავსებული. პაციენტებს კოვიდ-19-ზე ტესტს ადგილობრივი სპეციალისტები ჩაუტარებენ და ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნიან, ტესტის პასუხები უახლოეს 24 საათში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რუსთავის ცხელების ცენტრის ბოქსირებულ პალატაში კოვიდ-19 ინფიცირებული ერთი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. შუახნის ქალი ბოლნისიდან არის გადმოყვანილი და ექიმების ცნობით, ის ფაქტობრივად უსიმპტომო პაციენტია.
ინფორმაციისთვის, ამ დროისათვის რუსთავის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების 8 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 6 უკვე გამოჯანმრთელდა.