რუსთავის ცხელების ცენტრში მოთავსებულ 5 პაციენტს COVID19 არ დაუდასტურდა

რუსთავის ცხელების ცენტრში მოთავსებული ხუთი პაციენტის ტესტი კორონავირუსზე უარყოფითია. როგორც რუსთავის ცხელების ცენტრში ქრონიკას განუცხადეს, პასუხები დღეს გახდა ცნობილი და ყველა გაგზავნილ ანალიზის ნიმუშზე ლუგარის ლაბორატორიიდნ COVID19-ზე უარყოფითი პასუხი მოვიდა.

დღესვე ცენტრიდან დედაქალაქში 6 პაციენტის ანალიზის ნიმუში გადააგზავნეს, რომელთა პასუხებიც ხვალ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რუსთავის ცხელების ცენტრში, კოვიდინფიცირებული ერთი პაციენტი მკურნალობს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სამედიცინო დაწესებულებაში ბოლნისიდან გადმოიყვანეს.