ქვემო ქართლის მხარეში COVID 19-ის ახალი დადასტურებული ფაქტი არ გვაქვს-ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.
მხარის პირველი პირის ინფორმაციით, სტაბილურია რუსთავის ცხელების ცენტრში , პოლონეთის რეისით ჩამოსული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა და მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, რუსთავის საკრებულოს დეპუტატის და მისი ოჯახის წევრის კონტაქტებთან დაკავშირებით, ვითარება სტაბილურია და მათ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ.
“ცხრა მოქალაქესთან დაკავშირებით, რომლებიც ცხელებით შემოვიდნენ რუსთავის ცხელების ცენტრში, ჩამოსული იყვნენ ლუგარის ლაბორატორიიდან და ტესტმა ყველასთვის უარყოფითი შედეგი აჩვენა და ეს ადამიანები საკარანტინო სივრცეში გადავიდნენ, ძირითადად თბილისში. რაც შეეხება, იზოლაციაში მყოფ საკრებულოს წევრებს, ბანკის თანამშრომელსა და საკრებულოს ოჯახთან კონტაქტებს,მეთერთმეტე დღეა იზოლაციაში არიან და რაიმე სიმპტომი ვირუსის არ გვაქვს”-განაცხადა შოთა რეხვიაშილმა.









