რუსთავის ცხელების ცენტრში COVID19-ზე სამი პაციენტის პასუხს ელოდებიან

  რუსთავის ცხელების ცენტრში კოვიდ 19 -ზე სამი პაციენტის პასუხს ელოდებიან,რომელთაგან ერთი რუსთაველია. როგორც Tv4-ს ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა, პაპუნა ბახტაძემ განუცხადა,  პაციენტი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში ბინიდან გადაიყვანა.  დანარჩენი ორი პაციენტი ცხელების ცენტრში საკარანტინო სივრციდან შეიყვანეს. ადგილობრივმა სპეციალისტებმა პაციენტებს ანალიზები აუღეს  და ტესტის პასუხებს ცხელების ცენტრში ლუგარის ლაბორატორიიდან ელოდებიან. 

კორონავირუსზე ტესტის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა ორი პაციენტის შემთხვევაში.