რუსთავის ცხელების ცენტრში კორონავირუსზე ტესტის პასუხს 4 პაციენტი ელოდება

რუსთავის ცხელების ცენტრში ამ დროისთვის COVID-19-ზე საკუთარი ტესტის პასუხს 4 პაციენტი ელოდება. მათი ტესტები უკვე აღებულია და ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი. ცხელების ცენტრში პაციენტების პასუხებს დღის მეორე ნახევარში ელოდებიან.

ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, პაპუნა ბახტაძის განცხადებით, გუშინ 3 პაციენტზე ჩატარებული ტესტის პასუხი ყველა შემთხვევაში უარყოფითი იყო და მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. ისინი ცენტრიდან ბინაზე გასაწერად ემზადებიან.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის ცხელების ცენტრში ტესტებს ახალ კორონავირუსზე ადგილობრივი მედპერსონალი ატარებს და ლუგარის ცენტრს უგზავნის. ინფორმაციისთვის, რუსთავში კორონავირუსის 8 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.