რუსთავის ცხელების ცენტრში კორონავირუსზე ტესტის პასუხს რვა ადამიანი ელოდება

რუსთავის ცხელების ცენტრში კორონავირუსზე საკუთარი ტესტის პასუხს რვა ადამიანი ელოდება. ადგილობრივმა სპეციალისტებმა  პაციენტებს ანალიზის ნიმუშები აუღეს,რომლებიც ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნა.

როგორც ცხელების ცენტრში აცხადებენ, “კოვიდ19-ზე” პაციენტების ტესტის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

დღის განმავლობაში ცენტრში ათი პაციენტი იყო მოთავსებული, ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით,  კორონავირუსზე ტესტი მხოლოდ რვა მათგანს ჩაუტარდა. დანარჩენი ორი პაციენტი ექიმების ცნობით ,ბინაზე გაწერეს.

შეგახსენებთ, რუსთავის ცხელების ცენტრში კორონავირუსზე ტესტირება 30-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა,რომელთაგან დადებითი პასუხი მხოლოდ ერთი პაციენტის შემთხვევაში დაფიქსირდა.