რუსთავის ცხელების ცენტრში 9 პაციენტს COVID-19 არ დაუდასტურდა

რუსთავის ცხელების ცენტრის 9 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ადგილობრივმა სპეციალისტებმა პაციენტების საკვლევი მასალები ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნეს და ყველა მათგანის შემთხვევაში COVID19-ზე ტესტი უარყოფითია.

ამ დროისთვის ცხელების ცენტრში დაკვირვების ქვეშ 13 პაციენტი იმყოფება. ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ 7 მათგანი დღეს ბინაზე გაეწერება, დანარჩენები მკურნალობას ცხელების ცენტრში გააგრძელებენ.

ჯამში ცხელების ცენტრში კორონავირუსზე ტესტი 60-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა, მათგან COVID-19 მხოლოდ ერთს დაუდასტურდა.