რუსთავის №2 დიაგნოსტიკური ცენტრი 112-ის სისტემას შეუერთდა

კორონავირუსის პრევენციის მიზნით 112-ის სისტემაში რუსთავის მეორე დიაგნოსტიკური ცენტრი ჩაერთო .

ცენტრის ექიმები , ქვემო ქართლის მასშტაბით, ცხელ ხაზზე შესულ და მათთან გადმომისამართებულ მოქალაქეებს, 24 საათიან რეჟიმში, სატელეფონო კონლუტანციცას გაუწევენ .

როგორც დიაგნოსტიკური ცენტრის დირექტორის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ ტვ4-ს განუცხადა , 24 საათში ექიმები საშუალოდ, 35-40  მოქალაქეს უწევენ სატელეფონო კონსულტაციას. 

ასევე ცნობილია, რომ იქმნება შემოსული სატელეფონო ზარების რეესტრი და ოჯახის ექიმები მოსახლეობას სატელეფონო კონსულტაციები, პირველი საუბრიდან, მე-3, მე-6, მე-10 და მე-14 დღეს , მონიტორინგის მიზნით უწევენ .

ცნობისთვის, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში უკვე მიმდინარეობს სამუშაოები იმისთვის რომ სამედიცინო დაწესებულებებისა და ცხელი ხაზის თანამშრომლობა შედგეს- მიზანი, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენცია და მოსახლეობისთვის დროული სამედიცინო დახმარების გაწევაა.