კორონავირუსის პრევენციის მიზნით 112-ის სისტემაში რუსთავის მეორე დიაგნოსტიკური ცენტრი ჩაერთო .
ცენტრის ექიმები , ქვემო ქართლის მასშტაბით, ცხელ ხაზზე შესულ და მათთან გადმომისამართებულ მოქალაქეებს, 24 საათიან რეჟიმში, სატელეფონო კონლუტანციცას გაუწევენ .
როგორც დიაგნოსტიკური ცენტრის დირექტორის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ ტვ4-ს განუცხადა , 24 საათში ექიმები საშუალოდ, 35-40 მოქალაქეს უწევენ სატელეფონო კონსულტაციას.
ასევე ცნობილია, რომ იქმნება შემოსული სატელეფონო ზარების რეესტრი და ოჯახის ექიმები მოსახლეობას სატელეფონო კონსულტაციები, პირველი საუბრიდან, მე-3, მე-6, მე-10 და მე-14 დღეს , მონიტორინგის მიზნით უწევენ .
ცნობისთვის, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში უკვე მიმდინარეობს სამუშაოები იმისთვის რომ სამედიცინო დაწესებულებებისა და ცხელი ხაზის თანამშრომლობა შედგეს- მიზანი, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენცია და მოსახლეობისთვის დროული სამედიცინო დახმარების გაწევაა.