რუსთავში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

რუსთავის რამდენიმე ცენტრალურ ქუჩას ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდული აქვს. როგორც  კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიაში” Tv4-ს განუცხადეს,ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი,უამინდობის გამო, ერთ-ერთი მიწისქვეშა კაბელის ავარიული დაზიანებაა. 

კომპანიის ინფორმაციით, “ენერგო პრო ჯორჯიას” შესაბამისი ჯგუფი ადგილზე მუშაობს და ელექტროენერგიის მიწოდება დაახლოებით ერთ საათში აღდგება.