რუსთავში დროებითი სანოტარო ბიურო ამუშავდა. მოსახლეობას შესაბამისი მომსახურების მიღება 08:00 – 14:00 საათამდე შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ სანოტარო ბიურო მოქალაქეებს მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მოემსახურება.
რუსთავში დროებითიო სანოტარო ბიურო მეგობრობის #29 – ში ფუნქციონირებს.
მოქალაქეებს შეუძლიათ, მომსახურება წინასწარი ჩაწერის საფუძველზე მიიღონ, ამისათვის მათ უნდა დარეკონ შემდეგ ნომრებზე:
ტელ.: (995 32) 220 67 77
ცხელი ხაზი: (995 32) 220 67 76
აღსანიშნავია, რომ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, დროებითი ბიუროები გაიხსნა რუსთავში, გორსა და თბილისში – 3 ფილიალი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის 23 მარტის დადგენილების საფუძველზე, მიმდინარე წლის 30 მარტიდან დაიხურა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა სანოტარო ბიურო.
თუმცა, იმისათვის, რომ საგანგებო ვითარებისა და კარანტინის პერიოდში, არ დარღვეულიყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციები და ამასთან, აუცილებლობის შემთხვევაში, მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონოდათ, რომ სანოტარო სერვისის მიეღოთ, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, 1 აპრილიდან საქართველოს დიდ ქალაქებში დროებითი სანოტარო ბიუროები მოეწყო.
აღსანიშნავია, რომ მინისტრის ბრძანებით, სრულად დისტანციურ რეჟიმში საქმიანობა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ და ეროვნულმა არქივმა განაახლა.