რუსთავში თვითიზოლაციაში 72 ადამიანი იმყოფება

რუსთავში თვითიზოლაციაში მყოფი პირები რაოდენობა მნიშვნელოვანად გაიზარდა და 72 -ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ TV4-ს რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა განუცხადა.

აღსანიშნავია, რომ თვითიზოლაციაში მყოფი პირებიდან, რამდენიმე ათეული პირი, დეპუტატის კონტაქტებს უკავშირდება. საუბარია დაახლოებით 50-მდე ადამიანზე.

დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში თვითიზოლაციის დარღვევის ფაქტები ქალაქში არ დაფიქსირებულა. მისი თქმით, მკაცრად კონტროლდება ქალაქში არსებული ყველა საკარანტინო სივრცე.