რუსთავში თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა 4-მდე შემცირდა

რუსთავში თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა მნიშვნელოვანად შემცირდა. ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 4 ადამიანი იმყოფება. ამის შესახებ TV4-ს რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა განუცხადა.

შეგახსენებთ, თვითიზოლაციის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

ინფორმაციისთვის, რუსთავში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა თითქმის ორი კვირაა არ შეცვლილა. COVID-19 რუსთავში 8 ადამიანს დაუდასტურდა.