რუსთავში კორონავირუსით ინფიცირებული 2 წლის ბავშვი გამოჯანმრთელდა

რუსთავში კორონავირუსით ინფიცირებული 2 წლის ბავშვი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ამის შესახებ “TV4-ს” აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში უდასტურებენ.

ბოჭორიშვილის კლინიკიდან რუსთავის საკრებულოს დეპუტატის შვილი გუშინ გაწერეს. როგოც კლინიკაში აცხადებენ, კორონავირუსზე ტესტმა ორივე შემთხვევაში უარყოფითი პასუხი აჩვენა.

რაც შეეხება “კოვიდ-19-ით” ინფიცირებულ სხვა  რუსთაველ პაციენტებს,საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრში აცხადებენ,რომ პაციენტების გამოჯანმრთელებას უახლოეს დროში ელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე რუსთავში ახალი კორონავირუსის სულ 8 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.