რუსთავში კორონავირუსით ინფიცირების მერვე შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ tv4-ს რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა დაუდასტურა.
ამასთან,TV4-ის ინფორმაციით, ინფიცირებული რუსთავის საკრებულოს დეპუტატის შვილია,რომელსაც კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა.
შეგახსენებთ, კორონავირუსით ინფიცირებულები არიან საკრებულოს დეპუტატის დედ-მამა და კიდევ ერთი შვილი. საჯარო მოხელის კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
ქალაქში კორონავირუსით ინფიცირების რვა შემთხვევაა დადასტურებული.