რუსთავში მოვაჭრეები ღია ტიპის აგრარული ბაზრის გახსნას ითხოვენ

რუსთავის აგარარული ბაზრის მოვაჭრეები ღია ტიპის ბაზრის გახსნას ითხოვენ. მოვაჭრეები დღეს ბაზრის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ.

როგორც თავად აცხადებენ მათი მთავარი მოთხოვნა აგრარული ბაზრის გახსნაა. ამასთანავე მოვაჭრეები რუსთავის მერიის მუნიციპალიტეტს სპეციალური საშვის მოთხოვნით მიმართავენ, რათა პროდუქტის შესაძენად სხვა რეგიონებსა და ქალაქებში შეძლონ ჩასვლა. 

ბაზრის ტერიტორიაზე შეკრებილი მოვაჭრეები აღნიშნავენ, რომ დიდი სუპერმარკეტებში პროდუქციის ფასი იზრდება და ხელმისაწვდომობა პროდუქტზე სულ უფრო მცირდება. მათი თქმით, თუ ბაზარი გაიხსნება რუსთაველებს პროდუქტის უფრო დაბალ ფასში შეძენის საშუალება ექნებათ.

ამ დროისთვის ბაზის ტერიტორიაზე შეკრებილი მოვაჭრეები რუსთავის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს ელოდებიან. 

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 აპრილიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ღია ტიპის აგრარული ბაზრის ფუნქციონირების ნებართვა იქნა გაცემული. 

რუსთავში მოვაჭრეები ღია ტიპის აგრარული ბაზრის გახსნას ითხოვენ

📢რუსთავში მოვაჭრეები ღია ტიპის აგრარული ბაზრის გახსნას ითხოვენ📢მოვაჭრეები რუსთავის მერიას სპეციალური საშვის მოთხოვნით მიმართავენ, რათა პროდუქტის შესაძენად სხვა რეგიონებსა და ქალაქებში შეძლონ ჩასვლა📢რას აცხადებენ რუსთავის მერიაში?!

Geplaatst door TV4.ge op Donderdag 30 april 2020