რუსთავში სადეზინფექციო სამუშაოები დაიგეგმა

რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქალაქის მასშტაბით კონკრეტულ ადგილებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.

მისი თქმით, სამოქმედო გეგმის ფარგლებში უკვე განსაზღვრულია ის ადგილები, სადაც ვირუსის პრევენციისთვის დეზინფექციის სამუშაოები ჩატარდება,  მათ შორის იქნება : საავადმყოფოს, პოლიციის, სუპერმარკეტებისა და ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიები.

როგორც ქალაქის მერმა TV4-თან საუბრის დროს განაცხადა, სადეზინფექციო სამუშაოები ქალაქში ლოკალურად ამ დრომდე ხორციელდებოდა, ხოლო გაძლიერებული პრევენციის ფარგლებში, სამუშაოები  საზოგადოებრივი თავშეყრისა და ხალხმრავალ ადგილებში დაიგეგმა.

ცნობისთვის, დეზინფექცია ქალაქში ღამის საათებში ჩატარდება.