რუსთავში დღეს სასურსათო კალათა კიდევ 300 ოჯახს გადაეცემა. სურსათის გაცემას ტრადიციულად, მოხალისე stopper-ები უზრუნველყოფენ და მოხალისეები ბენეფიციარებს პროდუქტებს საცხოვრებელ სახლებში მიუტანენ. გარდა მოხალისეებისა, პროცესში ასევე, ჩართულია პარტია “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთა და მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წევრები.
რისკ-ჯგუფებში შემავალი ოჯახებისთვის სასურსათო კალათა მუნიციპალიტეტის მერიის სარეზერვო ფონდიდან და ასევე, ქველმოქმედების სახით გაღებული თანხით მომზადდა. საერთო ჯამში დახმარება ქალაქის მასშტაბით, ამ დრომდე, 4 000-ზე მეტ ოჯახს გაეწია.
შეგახსენებთ, რომ ბენეფიციართა განსაზღვრა ხდება როგორც მერიის სოციალურად დაუცველთა სიებიდან, ასევე, მერიის ცხელ ხაზზე შესული შეტყობინების საფუძველზე.
დახმარების საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას შეუძლია, დარეკოს მერიის ცხელი ხაზის შემდეგ ნომრებზე: (341) 25 51 27; 25 51 83; 27 00 05;