რუსთავში სურსათს დღეს კიდევ 700 ოჯახი მიიღებს

რუსთავში პროდუქტების გაცემის პროცესი გრძელდება. სასურსათო კალათა დღეს კიდევ 700 ოჯახს გადაეცემა. სურსათის გაცემას ტრადიციულად, მოხალისე ​stopper-ები უზრუნველყოფენ. მოხალისეები ბენეფიციარებს პროდუქტებს საცხოვრებელ სახლებში მიუტანენ. გარდა მოხალისეებისა, პროცესში ასევე, ჩართული არიან რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წევრები.

რისკ-ჯგუფებში შემავალი ოჯახებისთვის სასურსათო კალათა მუნიციპალიტეტის მერიის სარეზერვო ფონდიდან და ასევე, ქველმოქმედების სახით გაღებული თანხით მომზადდა. დახმარება ქალაქის მასშტაბით, ამ დრომდე, 5 000-მდე ოჯახს გაეწია.

შეგახსენებთ, რომ ბენეფიციართა განსაზღვრა ხდება როგორც მერიის სოციალურად დაუცველთა სიებიდან, ასევე, მერიის ცხელ ხაზზე შესული შეტყობინების საფუძველზე.

დახმარების საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას შეუძლია, დარეკოს მერიის ცხელი ხაზის შემდეგ ნომრებზე: (341) 25 51 27;  25 51 83; 27 00 05;