რუსთავში სურსათის გაცემის პროცესი გრძელდება. მუნიციპალიტეტის მერიის სარეზერვო ფონდიდან რისკჯგუფებში შემავალი ოჯახებისთვის სასურსათო კალათი მომზადდა. დღეს პროდუქტებს 300 ოჯახი მიიღებს.
სურსათის გაცემას ტრადიციულად, მოხალისე stopper-ები უზრუნველყოფენ. რუსთაველი მოხალისეები ბენეფიციარებს პროდუქტს საცხოვრებელ სახლებში მიუტანენ.