რუსთავში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ისევ გაიზარდა – ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე ასახული მონაცემების თანახმად, რუსთავში ჰაერის დაბინძურებამ 77%-ს მიაღწია.
ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი პარამეტრი ჯანმრთელობისთვის ყველაზე საშიშ, მტვრის მყარ ნაწილაკებზე PM10-სა და PM2.5-ზე ნაწილდება.
შეგახსენებთ, ქალაქი რუსთავი ყველაზე დაბინძურებული ჰაერის სტატუსით არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპის კონტინენტზე ლიდერობს.