რუსთავში 630-მდე ბენეფიციარი სააღდგომო კალათას მიიღებს (+ფოტო)

 დღესასწაულთან დაკავშირებით, რუსთავში სააღდგომო კალათების გაცემის პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც რუსთავის მერია ახორციელებს. 

სადღსასწაულო საჩუქარს სოციალურად დაუცველი  მრავალშვილიანი ოჯახები , აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის ვეტერანების ოჯახის წევრები, ქალაქში არსებული დღის ცენტრისა და მოხუცთა სახლების ბენეფიციარები მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ სააღდგომოდ, პასკებისა და ტკბილეულის  სასურსათო ნობათი ჯამში 630-ზე მეტ ბენეფიციარს გადაეცემა.

როგორც tv4- ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, სასაჩუქრე კალათების განაწილება დღესვე დასრულდება.