გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სადეზინფექციო სამუშაოების მესამე ეტაპს ახორციელებს. სპეციალური ხსნარებით მუშავდება საჯარო სივრცეები, მათ შორის ბანკების, სასურსათო მაღაზიებისა და სააფთიაქო ქსელების მიმდებარე ტერიტორიები.
Covid-19-ის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, პრევენციული ღონისძიებები ორი თვის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ პარალელურად გრძელდება მოსახლეობის სურსათით და ჰიგიენური საშუალებებით დახმარება – ამ დრომდე, დახმარების პაკეტი 1600 მოქალაქეს აქვს მიღებული.