“საერთო კოვზით ზიარება ინფექციის გავრცელების რისკს შეიცავს და ამას სამეცნიერო კვლევა არ სჭირდება”

„საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის გავრცელების რისკს და მას რაიმე განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევა არ სჭირდება“, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი სენსიტიური თემაა, თუმცა საკუთარ პოზიციას ამის თაობაზე ყოველთვის დააფიქსირებს.

„ყველას აქვს თავისი პოზიცია. ყველანი მაინც გამოვდივართ იქიდან, რომ ეს სენსიტიური თემაა და პატივს ვცემთ საქართველოს ეკლესიას, მარგამ მე ყოველთვის ვაფიქსირებდი და ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას, საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის გავრცელების რისკს და მას რაიმე განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევა არ სჭირდება“, – განაცხადა ცერცვაძემ.