სასაფლაოები ბოლნისშიც ჩაიკეტება

კორონავირუსის გავრცელების გამო, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, აღდგომის დღესასწაულსა და მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე არსებული ყველა სასაფლაო დროებით დაიკეტოს.

მუნიციპალიტეტში არსებული ყველა სასაფლაო გაკონტროლდება სამართალდამცავების მიერ და მოქალაქეთა თვითნებური თავშეყრის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, საკარანტინო წესების დარღვევისთვის, მოქალაქეები დაჯარიმდებიან.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას საკარანტინო წესების და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.