საქარათველოში კორნავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

 საქართველოში ახალი კორონავირუსისგან უკვე 27 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

 ვებგვერდის ინფორმაციით, ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსის 148  დადასტურებული შემთხვევაა და მათ შორის გამოჯანმრთელებულია 27 ადამიანი.

 ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმშია 5550 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 281.