საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 370-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 34 ახალი შემთხვევაა რეგისტრირებული. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე – STOPCOV.GE ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამასთანავე, 77-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც, გარდაცვლილია 3 პირი, კარანტინის რეჟიმში მოთავსებულია 5 000-ზე მეტი პირი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ – 558 ადამიანი.