საქართველოში კორნავირუსისგან 23 ადამიანი განიკურნა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 23 ადამიანი განიკურნა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში სულ კორონავირუსის 115 შემთხვევაა დადასტურებული.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 5 783 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 301 პირი.