საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ სამი ადამიანი გამოჯანმრთელდა. ჯამში კორონავირუსისგან 26 ადამიანი განიკურნა.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 130 შემთხვევაა დადსატურებული. კარანტინის რეჟიმში 5 437 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 260 პირი.