საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში ვირუსი 440 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 76 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 5 000 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 494 პირი.
ამასთან, საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.