საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 24 საათში 15-ით გაიზარდა და 385 შეადგინა.
385 ადამიანიდან 84 გამოჯანმრთელებულია – „7გამოჯანმრთელებული დაგვემატა ჯამში და გახდა 84. გამოჯანმრთელებულებში 50-ზე მეტი ჩვენი პაციენტია“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, კარანტინის რეჟიმშია 5053 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 527 პირი.
3 ადამიანი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.









