საქართველოში კორონავირუსით მეოთხე ადამიანი გარდაიცვალა

აქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მეოთხე ფაქტი დაფიქსირდა.

პაციენტი ბათუმის „მედალფაში“ გარდაიცვალა, მას თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა. ის ე.წ. ქობულეთის კლასტერს განეკუთვნებოდა.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 385 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 84 ადამიანი, გარდაიცვალა ოთხი.

კარანტინის რეჟიმში რჩება 4 971, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 519 პირი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.