საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 394-მდე გაიზარდა. მათგან 86 პაციენტი გამოჯანმრთელებულია, 4 კი – გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განთავსდა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 5 094 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 547 პირი.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.