საქართველოში კორონავირუსისგან 93 ადამიანი განიკურნა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა.   განკურნებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 93-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 394 შემთხვევა არის დადასტურებული.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საიტზე ასახული მონაცემების თანახმად, კარანტინის რეჟიმში 5 094 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –547.