საქართველოში კორონავირუსი 408 ადამიანს დაუდასტურდა, მათან 95 გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში – 4779 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 561 პირი.
ამასთან, საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.