საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 411-მდე გაიზარდა. მათგან 97 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განთავსდა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 5 015 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 573 პირი.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.