საქართველოში კორონავირუსისგან 107 ადამიანი განიკურნა

საქართველოში კორონავირუსისთ ინფიცირებული უკვე 107 ადამიანია გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განთავსდა.

საიტის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 5 160 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 579 პირი იმყოფება.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 416 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 107 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა.

გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.