საქართველოში კორონავირუსისგან 111 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ოთხით გაიზარდა. ამ დროისთვის კოვიდინფიცირებული 111 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის სულ 420 შემთხვევა. გარდაცვლილია ხუთი ადამიანი.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 5 223, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 584.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.