საქართველოში კორონავირუსისგან 114 ადამიანი განიკურნა

საქართველოში კორონავირუსისგან 114 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 431 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 114 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.